მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გადარჩენას ცდილობს - ოკუპანტებმა ზაპოროჟიე გამთენიისას რამდენჯერმე დაბომბა

11.08.23 10:35
მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გადარჩენას ცდილობს - ოკუპანტებმა ზაპოროჟიე გამთენიისას რამდენჯერმე დაბომბა

ზაპოროჟიეში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გადარჩენას ცდილობენ. ოკუპანტებმა ქალაქი გამთენიისას რამდენჯერმე  დაბობმებს. ორი დაიღუპა, 21 დაიჭრა.

სარაკეტო იერიში რუსულმა არმიამ რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსზე ერთდროულად მიიტანა-ყველა მიწასთან არის გასწორებული. აფეთქებების შედეგად დაზიანდა ახლოს მდებარე სასტუმროც. რუსული თავდასხმის და ომის დანაშაულის ამსახველი ვიდეო პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაავრცელა.

კაცობრიობის სახელით მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული კოორდინატორის დენის ბრაუნის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსების მიერ ზაპოროჟიეში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად სასტუმრო Reikartz-ის დაზიანებას ეხმაურება.

გაერო-ს ჰუმანიტარული კოორდინატორის განცხადებით, მშვიდობიან მოქალაქეებზე განურჩეველი თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს არღვევს.

"განურჩეველი თავდასხმების რაოდენობამ, რომლის შედეგადაც ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოუდგენელ დონეს მიაღწია - ეს თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს არღვევს. კაცობრიობის სახელით მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე", - აცხადებს დენის ბრაუნი.

მსგავსი სიახლეები