ვფიქრობ, რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს - ანჯეი დუდა

11.08.23 10:39
 ვფიქრობ, რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს.

ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ბირთვული არსენალი რუსეთში მრავალი ადამიანის კოლექტიური კონტროლის ქვეშაა და მისი გამოყენება მხოლოდ პუტინის  შეხედულებისამeბრ ვერ ვერ მოხდება. 

პოლონეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უფრო შემაშფოთებელი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საფრთხეა,რომელიც ოკუპანტებისგან მოდის.

"ვფიქრობ, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, არა იმიტომ, რომ მას ვლადიმერ პუტინი არ გამოიყენებს, მიმაჩნია, რომ რუსეთში ბირთვული არსენალი მრავალი ადამიანის კოლექტიური კონტროლის ქვეშაა და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ერთპიროვნულ შეხედულებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილების მისაღებად ერთზე მეტი ადამიანია საჭირო.

"თუ საუბარია ბირთვული საფრთხეების შესახებ, ბევრად უფრო მაშფოთებს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები. ვშიშობ, უფრო სავარაუდოა, მოხდეს ისეთი რამ, რაც ბირთვული ავარიის მსგავსი იქნება. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ატომურ სადგურზე აფეთქების საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე", - აღნიშნა დუდამ.