უკრაინულ მშვიდობის ფორმულას მხარს უკვე 58 ქვეყანა უჭერს
უკრაინულ მშვიდობის ფორმულას მხარს უკვე 58 ქვეყანა უჭერს. ამის შესახებ ანდრეი ერმაკმა განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ზელენსკის ინიციატივას კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდება, რადგან სულ უფრო იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხი, რომლებიც ომში მყოფი ქვეყნის მშვიდობის ფორმულას იზიარებენ.
შეგახსნეებთ რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმა 10 პუნქტისგან შედგება, მათ შორის აღსანიშნავია რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; სურსათის უვნებლობა და ენერგეტიკული უსაფრთხოება. გარდა ამისა, გეგმაში შედის რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.