ე.წ. მეთაური აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდის დაბომბვა სცადეს

12.08.23 15:28
ე.წ. მეთაური აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდის დაბომბვა სცადეს

ანექსირებული ყირიმის ხიდიდან კვამლი ამოდის. ხიდზე მოძრაობა პარალიზებულია. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდის დაბომბვა სცადეს.

აქსიონოვის თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ორი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო. მისივე ცნობით, ხიდი არ დაზიანებულა.

მსგავსი სიახლეები