რუსეთში, კალინინგრადის რაიონში, Su-30 ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

12.08.23 16:22
რუსეთში, კალინინგრადის რაიონში, Su-30 ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

სასწავლო ფრენისას რუსეთში, კალინინგრადის რაიონში, SU-30 ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორივე წევრი გარდაიცვალა - გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TACC ავრცელებს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.