თურქეთში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას "ანადოლუ“ ავრცელებს.
4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 16:39 საათზე დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი მალათიის იეშილიურტის რაიონი იყო. დადგინდა, რომ მიწისძვრა 6,35 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
ხოლო 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა 16:40 საათზე იმავე ადგილას 7 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეები სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გავიდნენ. როგორც მედია წერს, ისინი ამ დრომდე გარეთ იმყოფებიან.