ჰავაიზე ტყის ხანძარს 89 ადამიანი ემსხვერპლა

13.08.23 10:28
ჰავაიზე ტყის ხანძარს 89 ადამიანი ემსხვერპლა

ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. გუბერნატორი დაღუპულთა რიცხვის "მნიშვნელოვან" ზრდას აანონსებს. ხანძრის შემდეგ ასობით ადამიანს ეძებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტყის ხანძრები ახლა დიდწილად კონტროლის ქვეშაა, მათი სრულად ჩაქრობის მცდელობები გრძელდება კუნძულის ნაწილებში, მათ შორის ლაჰაინას გარშემო, რომელიც განადგურებულია.

ხანძრის შედეგად 2200-ზე მეტი ნაგებობა დაზიანდა ან განადგურდა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA), რომლის შეფასებით, დანაკარგის აღდგენა დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარი დაჯდება.

ჰავაის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას იმაზე, თუ როგორ წარიმართა ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლა.