პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა

13.08.23 10:46
პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა. სამხედროების მთავარი მიზანი ჯარისკაცების მომზადება იქნება. 

ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. მარიუშ ბლაშჩავკი ამბობს, რომ სამხედროების საზღვართან განლაგება სამხედროების გაწვრთნას ითვალისწინებს იმ შემთხვევისთვის, თუ პოლონურ-ბელარუსულ საზღვარზე ვითარება გაუარესდება.

პოლონელი მაღალჩინოსანის ცნობით, პოლონეთის მიერ საკუთარი საზღვრის გამაგრება კრემლის პროპაგანდისტული აპარატით იქნება გამოყენებული.
 

მსგავსი სიახლეები