აფეთქება ყირიმის ხიდზე - რას ამბობენ მოსკოვში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტიცებს, რომ ყირიმის ხიდზე მომხარი ბოლო აფეთქება დამაზიანებელი არ იყო. შოიგუს უწყება იმის ტირაჟირებით არის დაკავებული, რომ ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე დრონები უკრაინამ გადაისროლა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტიცებენ, რომ ხიდი არ დაზიანებულა, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ პუტინის სიამაყის სახელით წოდებული მაგისტრალი განადგურებას ორჯერ გადაარჩინეს.
გავრცელებულ კადრებში კარგად გამოჩნდა, რომ ყირიმის ხიდი გუშინ დაკვამლიანებული იყო და ცეცხლის მინიმუმ ოთხი კერა არსებობდა.