აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა მიაწოდოს - ზელენსკი

"აზერბაიჯანი მზადაა, უკარაინას ახალი ჰუმანიტარული პაკეტი მიაწოდის, მათ შორის ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა", - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, განაღმვით სამუშაოებში უკრაინელებს პარტნიორები ეხმარებიან.
აზერბაიჯანი მზად არის წარმოადგინოს ახალი ჰუმანიტარული პაკეტი, მათ შორის აღჭურვილობა ტერიტორიის ნაღმებისგან გასაწმენდად. ნაღმებისგან გაწმენდა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უკრაინამ ეს აღჭურვილობა პარტნიორებისგან უნდა მიიღოს და ასევე დაფუძნებული უნდა იყოს უკრაინაში წარმოებაზე, რათა ჩვენი მიწა რუსული ნაღმებისგან გავასუფთავოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.