ხანძარი ჰავაიზე - დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ჰავაის გუბერნატორის თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ.
ხანძარი მაუიზე 8 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ლაჰაინაში ხანძრის 85% ლოკალიზებულია.