რუსეთის აგრესიას 500 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 1 097-ზე მეტი
რუსეთის აგრესიას 500 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 1 097-ზე მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ მონაცემები შესაძლოა, შეიცვალოს რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისა და იქ არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალების მოქმედებებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.