უკრაინულმა ძალებმა ფრონტის ორ სექტორზე წინ წაიწიეს - "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი"

14.08.23 10:05
უკრაინულმა ძალებმა ფრონტის ორ სექტორზე წინ წაიწიეს - "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი"

"უკრაინულმა ძალებმა, 13 აგვისტოს, კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ორ სექტორზე ჩაატარეს და დონეცკის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში წინ წაიწიეს", - ამის შესახებ ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" ანგარიშში წერს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებებით და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს რაიონში.

მსგავსი სიახლეები