ჩინეთში ოჯახურ წყვილებს მესამე ბავშვის ყოლის უფლება მისცეს

31.05.21 16:43
ჩინეთში ოჯახურ წყვილებს მესამე ბავშვის ყოლის უფლება მისცეს

ჩინეთში ოჯახურ წყვილებს მესამე ბავშვის ყოლის უფლება მიეცემა - ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. როდის შევა გადაწყვეტილება ძალაში, ჯერჯერობით უცნობია. 

ჩინეთში დემოგრაფიული პოლიტიკა, სახელწოდებით ერთი ოჯახი-ერთი ბავშვი,  70-იან წლებში დაიწყო. ამან ქვეყანაში სხვა პრობლემები შექმნა. დღეის მდგომარეობით, მოსახლეობის სიმრავლით მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოში  60 წელს მიღწეული მოქალაქეების რიცხვი 200 მილიონს გადაშორდა. ასეთი ტემპით, 2050 წელს ჩინეთში მოქალაქეთა 35% ხანდაზმული ასაკის იქნება.

2016 წლიდან ჩინეთში შობადობის შემცირების ღონისძიებათა ნაწილი შეიცვალა. ოჯახურ წყვილებს მეორე ბავშვის ყოლის უფლება მიენიჭათ.