უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა - ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5-მდე ნაღმია - რეზნიკოვი

14.08.23 10:33
უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა - ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5-მდე ნაღმია - რეზნიკოვი

"უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა - ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5-მდე ნაღმია", - ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გააკეთა.

რეზნიკოვის თქმით, იმის მიუხედავად, რომ უკრაინას აქვს თანამედროვე აღჭურვილობა ნაღმების გასანეიტრალებლად, ფრონტისთვის ეს აპარატურა არასაკმარისია. 

დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთი ნაღმია. რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესანგრეები და გვაქვს თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული", - აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.

მსგავსი სიახლეები