უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა და მარიუპოლის მახლობლად, რუსების სამეთაურო პუნქტს დაესხა თავს
უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა. სამხედრო ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ორ სექტორზე მიმდინარეობს, უკრაინელმა მებრძოლებმა წინ წაიწიეს დონეცკის დასავლეთით, ზაპოროჟიეს ოლქის მიმართულებით.
დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მახლობლად, სოფელ იურიევკაში უკრაინის ჯარები თავს დაესხნენ რუსების სამეთაურო პუნქტს.
„დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაამარცხეს რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტი, რომელიც მდებარეობს დროებით ოკუპირებულ მარიუპოლთან, სოფელ იურიევკაში, ვოლნას სანატორიუმში“, - ნათქვამია Stratcom-ის განცხადებაში.