აფეთქება მაჰაჩყალაში - დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

15.08.23 10:03
აფეთქება მაჰაჩყალაში - დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

აფეთქება მაჰაჩყალაში - დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ძლიერი აფეთქება ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი.

დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქში აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.