ჰავაიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

15.08.23 10:12
ჰავაიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

ჰავაიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა.
შტატის გუბერნატორის ცნობით, მაშველებმა დამწვარი მანქანებისა და სახლების შემოწმება დაიწყეს.

განადგურებულ ისტორიულ ქალაქ ლაჰაიანაში ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და დღეში საშუალოდ 20-მდე ცხედარს იპოვიან.

ტყის ხანძრების შედეგად ჰავაიზე 2 ათასზე მეტი შენობა განადგურდა. ზარალი მილიარდობით დოლარია.