სარაკეტო იერიში ლუცკზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

სარაკეტო შეტევა უკრაინის ქალაქ ლუცკზე - ოკუპანტების იერიშის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები და დაინგრა სამრეწველო საწარმო.
ლუცკის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგორ პოლიშუკის ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, რამდენიმე დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წუხანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები ლვოვშიც.