რუსული ავია ხომალდები მწყობრიდან გამოდიან - Red Wings-ის ორი ბოინგი გაფუჭდა

რუსული ავია ხომალდები მწყობრიდან გამოდიან. ავიაკომპანია Red Wings-ის ორი ბოინგი გაფუჭდა. რუსეთის მოქალაქეებს, ვისაც ანტალიაში დასვენება უნდოდათ, აეროპორტში ლოდინი საათობით მოუხდათ. საბოლოოდ, კომპანიამ ახალი თვითმფრინავი სხვა კომპანიისგან ითხოვა.
საერთაშორისო სანქციების გამო, რუსები დასავლეთისგან თვითმფრინავის სათადარიგოო ნაწილებს ვეღარ იღებენ და დარჩნენ ტექნიკური მომსახურების გარეშეც. არადა, Red Wings ის სანქცირებული კომპანიაა, ვისაც საქართველოს სამოქალაქოო ავიაციამ მწვანე შუქი აუნთო და ფრენებს ჩვენი მიმართულებითაც ახორციელებენ.