დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი გააფართოოს და მასში ახალი ქვეყნები ჩართოს - პუტინი

15.08.23 15:38
დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი გააფართოოს და მასში ახალი ქვეყნები ჩართოს - პუტინი

"დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი გააფართოოს და მასში ახალი ქვეყნები ჩართოს," - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთი "ცეცხლზე ნავთს ასხამს" უკრაინის დახმარებით და კონფლიქტი ამით უფრო იზრდება.

ის, თუ სანამდე მივყავართ ცეცხლზე ნავთის დასხმის პოლიტიკას ნათლად ჩანს უკრაინის მაგალითზე. ნეონაცისტური რეჟიმისთვის მილიარდობით დოლარის, აღჭურვილობის, იარაღის, საბრძოლო მასალის მიწოდება, სამხედრო მრჩევლებისა და დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს და მასში სხვა სახელმწიფოებიც ჩაითრიონ“, - განაცხადა პუტინმა.