რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი - ოლექსი დანილოვი

15.08.23 15:59
რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი - ოლექსი დანილოვი

"რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი," - ეს განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა გააკეთა.

ოლექსი დანილოვს იტალიური მედიის la Repubblica-ს ჟურნალისტმა ჰკითხა, ცდილობენ თუ არა პარტნიორები უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნონ, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება გამართოს და რა სცენარს სთავაზობენ მათ, ოლექსი დანილოვმა უპასუხა, რომ ინფორმაცია პარტნიორების მხრიდან ზეწოლის შესახებ არ დასტურდება.

ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით არ დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, შეიძლება ეს რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს და პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი“, - აღნიშნა დანილოვმა.

მსგავსი სიახლეები