ზელენსკი მელიტოპოლში სამხედროებს შეხვდა

15.08.23 18:30
ზელენსკი მელიტოპოლში სამხედროებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მიმართულებაზე მებრძოლ სამხედროებს შეხვდა. ზელენსკის ინფორმაციით, ბრიგადის მეთაურთან პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა.

დღეს მელიტოპოლის მიმართულებაზე ჩვენს დამცველებთან ჩვენი სამუშაო და შეხვედრები გავაგრძელეთ.

ვესტუმრე პოლკოვნიკ პეტრო ბოლბოჩანის სახელობის მე-3 ოპერატიულ ბრიგადას. ბრიგადამ მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მისიებში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ხარკოვის თავდაცვით ბრძოლებში, ხარკოვის მახლობლად სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლებაში, და ამჟამად თავდასხმით ოპერაციებს აწარმოებს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ბრიგადის მეთაურთან ყველაზე პრობლემური საკითხები განვიხილეთ.

მადლობა, მებრძოლებო, თქვენი სამსახურისთვის! მადლობა მტრის მოგერიებისთვისა და ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის!" - წერს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები