FBI–ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ რუს სანქცირებულ ოლიგარქზე მუშაობდა

FBI-ის ნიუ-იორკის საველე ოფისის კონტრდაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჩარლზ მაკონიგალმა 2021 წელს სანქცირებულ რუს ოლიგარქთან თაღლითურ სქემაში მონაწილეობის დანაშაული აღიარა.
მაკგონიგალს საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) დარღვევასა და ფულის გათეთრებაში ედებოდა ბრალი.
FBI-ს ყოფილი თანამდებობის პირი იანვარში დააკავეს და ბრალი სანქცირებულ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან თანამშრომლობისა და თანამდებობაზე ყოფნისას ალბანეთის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლისგან მიღებული ასობით ათასი დოლარის გადამალვისთვის წაუყენეს. მაკონიგალმა მათგან პირველ პუნქტში აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ "ღრმად ნანობს" საკუთარ საქციელს. FBI-ის ყოფილმა ოფიცერმა თქვა, რომ დერიპასკას დახმარებისთვის 17 500 დოლარი მიიღო.
მას ახლა მაქსიმუმ ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
მაკონიგალი FBI-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის აგენტია, რომლისთვისაც ოდესმე სისხლის სამართლის ბრალი წარუდგენიათ. კერძოდ,