16 აგვისტოს თავდასხმისას გამოყენებული რაკეტები უცხოური ჩიპებისგან შედგებოდა - ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, 16 აგვისტოს ღამით უკრაინაზე თავდასხმისას გამოყენებული რუსული რაკეტები უცხოური ჩიპებისგან იყო აწყობილი.
ერმაკის თქმით, უკრაინა და პარტნიორი მთავრობები ჩიპების მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან მუშაობენ.
"ეს რაკეტები წელს რუსებმა დაამზადეს. დაახლოებით 30 უცხოური ჩიპია Kh-101-ის ტიპის რაკეტებში, რომლებიც აპრილში აწარმოეს.
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან და რეგულარულად ვუკავშირდებით მათ. ჩვენი პარტნიორი მთავრობები ასევე მუშაობენ ჩიპების მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან". - აღნიშნავს ერმაკი.
მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვსა და სხვა რეგიონებში განახორციელა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა