უკრაინამ დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინოე გაათავისუფლა - მალიარი

უკრაინამ დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინოე გაათავისუფლა - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი იტყობინება.
"უროჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი დამცველები ხაზებზე არიან დამაგრებულნი
შეტევა გრძელდება", - განაცხადა მალიარმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.