საერთაშორისო მედია Black Sea Arena-ზე, KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

16.08.23 12:17
საერთაშორისო მედია Black Sea Arena-ზე, KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა გამოეხმაურა.

The Guardian წერს, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა. სოლისტმა კი მსმენელს უთხრა, რომ რუსები და ქართველები ძმები და დები არიან, რასაც დარბაზში პროტეტსი მოჰყვა.

"საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა. სოლისტმა მსმენელს უთხრა, რომ რუსები და ქართველები ძმები და დები არიან. 

შემთხვევა სამშაბათს საღამოს, ბათუმში მოხდა. 

ჩვენ არ ვიცით ამ ქვეყნის ეტიკეტი, მაგრამ ეს ბიჭი რუსია, წინააღმდეგები ხომ არ ხართ რომ ამოვიდეს"? – იკითხა ბენდის სოლისტმა ბრენდონ ფლაუერსმა. მის ნათქვამს მსმენელი ხმაურით შეხვდა.

სიმღერის დასრულების შემდეგ ფლაუერსმა სტვენას და მსმენელის ნაწილთა პროტესტს ასე უპასუხა:

"ვერ ხვდებით ვინმე შენი ძმაა თუ არა? ის თქვენი ძმა არ არის? ნუთუ ყველას ჩვენი ქვეყნის საზღვრები გვყოფს? მე არ ვარ თქვენ ძმა, რადგან ამერიკელი ვარ? მე ყველას ჩემს დებად და ძმებად მიგიჩნევთ".

ამ განცხადების შემდეგ ბევრმა ადამიანმა კონცერტი დატოვა". – წერს გამოცემა The Guardian

 Reuters კი წერს, რომ საქართველოს თავის ჩრდილოეთ მეზობელთან დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. სიტუაცია გამწვავდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით და ასევე რუსი ემიგრანტების დიდი ნაკადის შემოდინების გამო, ამ დროს კი The Killers ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას, დიდი პროტესტი მოჰყვა.

"ამერიკულმა ალტერნატიულმა ბენდმა The Killers ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარებულ კონცერტზე სცენაზე რუსი დრამერი ამოიყვანა, ასევე იმისთვის, რომ თაყვანისმცემლებს "ძმები და დები" უწოდა. 

საქართველოს თავის ჩრდილოეთ მეზობელთან დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. სიტუაცია გამწვავდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით და ასევე რუსი ემიგრანტების დიდი ნაკადის შემოდინების გამო.

The Killers-მა მოგვიანებით ბოდიში მოიხიდა". – წერს გამოცემა Reuters.

Black Sea Arena-ზე მომხდარ ამბავზე ასევე გამოეხმაურა გამოცემები: The Independent. Stereogum, Uproxx, Newsweek, NME, Insider.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც  ხალხის პროტესტი მოჰყვა. 

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.

აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.