რუსული ბოინგები გაფუჭდა - საგამოძიებო კომიტეტმა ავიაკომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
საგამოძიებო კომიტეტმა ავიაკომპანია Red Wings-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, ფრენების ორგანიზებაში არაუსაფრთხო მომსახურების გაწევის მუხლით აღძრა.
რუსული ავია ხომალდები მწყობრიდან გამოდიან. ავიაკომპანია Red Wings-ის ორი ბოინგი გაფუჭდა. რუსეთის მოქალაქეებს, ვისაც ანტალიაში დასვენება უნდოდათ, აეროპორტში ლოდინი საათობით მოუხდათ. საბოლოოდ, კომპანიამ ახალი თვითმფრინავი სხვა კომპანიისგან ითხოვა.
საერთაშორისო სანქციების გამო, რუსები დასავლეთისგან თვითმფრინავის სათადარიგოო ნაწილებს ვეღარ იღებენ და დარჩნენ ტექნიკური მომსახურების გარეშეც. არადა, Red Wings ის სანქცირებული კომპანიაა, ვისაც საქართველოს სამოქალაქოო ავიაციამ მწვანე შუქი აუნთო და ფრენებს ჩვენი მიმართულებითაც ახორციელებენ.