რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღზე ნებისმიერი შეთანხმება გაეროს რეზოლუციებს დაარღვევს - აშშ

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღზე ნებისმიერი შეთანხმება გაეროს რეზოლუციებს დაარღვევს - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვედანტ პეიტელმა განაცხადა.
"ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების სფეროში ნებისმიერი თანამშრომლობა ან იარაღზე შეთანხმება ნამდვილად დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვედანტ პეიტელმა 15 აგვისტოს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ცალ-ცალკე განაცხადეს კავშირების გაღრმავებაზე.