პოლონეთი ბელარუსის საზღვართან პროვოკაციების მოწყობის მოლოდინშია

პოლონეთი ბელარუსის საზღვართან პროვოკაციების მოწყობის მოლოდინშია. ინფორმაციას “პოლონეთის რადიო” ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობა პოლონეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე არის მიმართული.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსთან საზღვრის უსაფრთხოების საფრთხეს ლატვიაც ხედავს და აძლიერებს მის დაცვას.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩვენს ქვეყანაში ჩასატარებელ არჩევნებში ჩარევა უნდა, ვითარების დესტაბილიზაციის და სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობის გზით“, - განაცხადა ვონსიკმა.