რუსეთისა და ბელარუსისთვის გამოყოფილი €135 მლნ მოლდოვასა და უკრაინას გადაეცემათ - ევროკომისია

16.08.23 17:47
რუსეთისა და ბელარუსისთვის გამოყოფილი €135 მლნ მოლდოვასა და უკრაინას გადაეცემათ - ევროკომისია

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი 135 მილიონი ევრო მათ ნაცვლად, უკრაინასა და მოლდოვას გადაეცემა.

ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში კომისრის, ელისა ფერეირას განცხადებით, ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის სასტიკი ქმედებების შედეგია.

"რუსეთთან და ბელარუსთან ჩვენი პროგრამებით თავდაპირველად გათვალისწინებული თანამშრომლობის გაუქმება კრემლის სასტიკი ომის შედეგი იყო. მოხარული ვარ, რომ იმ თანხებით, რომლებიც თავდაპირველად ამ თანამშრომლობისთვის გვქონდა გამოყოფილი, ახლა უკრაინა და მოლდოვა ისარგებლებენ. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეგიონებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებთან“. - განაცხადა ელისა ფერეირამ.

მსგავსი სიახლეები