უკრაინის უშიშროების სამსახურმა CNN-ს ყირიმის ხიდის აფეთქების პირველი კადრები გადასცა

16.08.23 19:30
უკრაინის უშიშროების სამსახურმა CNN-ს ყირიმის ხიდის აფეთქების პირველი კადრები გადასცა

ყირიმის ხიდის აფეთქების პირველი კადრები, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტელეკომპანია სი ენ ენს გადასცა. ეს არის საზღვაო დრონის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც გადაღებულია როგორ ეცემა რკინაბეტონის საყრდენ სვეტს  850 კილოგრამი ასაფეთქებელი მასალით დატვირთული დრონი. მეორე უპილოტო კატერი კი უშუალოდ  ყირიმის ხიდის სარკინიგზო სეგმენტთან აფეთქდა. თავდასხმისას ასევე გამოიყენეს საზღვაო დრონი ე.წ. ზღვის ბავშვი, რომლის წარმოებაც  უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაიწყო.

17 ივლისის თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომელიც აკავშირებს რუსეთის ტერიტორიას მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან.

მსგავსი სიახლეები