განიხილება თუ არა უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ - თეთრი სახლის პასუხი

მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით? - ამ ინფორმაციას თეთრი სახლი უარყოფს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მსგავს საკითხზე დისკუსია არ არის. თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაა, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს გახდეს NATO-ს წევრი, რაც ვილნიუსში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობამ დაადასტურა.