ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა

17.08.23 13:23
ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს.

„პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება“, - ციტირებს "აფსნიპრესი" ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებას.

აგვისტოს დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, მოსკოვში ვიზიტის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას უროლიტიზის გამწვავება აღენიშნებოდა.