„თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა

17.08.23 15:34
„თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა. გავრცელებული განცხადებით, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ისლამის კანონებს ეწინააღმდეგება.

ავღანეთის იუსტიციის მინისტრის, ჰაქიმ ისჰაქზაის განცხადებით, პოლიტიკური პარტიის არსებობა შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება და ხალხის ინტერესებს არ იცავს.

მსგავსი სიახლეები