ატლანტის ოკეანეში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა - გარდაცვლილია, სულ მცირე 60 ადამიანი
ატლანტის ოკეანეში, კაბო ვერდეს სანაპიროებთან ახლოს, მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა - გარდაცვლილია სულ მცირე 60 ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაშველებმა მხოლოდ 38 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე ნავმმა ქვეყნის ნაპირები 10 ივლისს დატოვა და მის ბორტზე 101 ადამიანი იმყოფებოდა.