აშშ-მა F-16-ების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინაში გაგზავნის ნებართვა გასცა - Reuters

18.08.23 10:25
აშშ-მა F-16-ების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინაში გაგზავნის ნებართვა გასცა - Reuters

აშშ-მა F-16-ების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინაში გაგზავნის ნებართვა გასცა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ ეთანხმება მათ თხოვნას უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით.

„გამოვხატავ შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემასთან და უკრაინელი მფრინავების კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ მომზადებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ბლინკენის წერილში, რომლის შინაარსიც Reuters-თვის გახდა ცნობილი.

11 ქვეყნის კოალიციას დაგეგმილი აქვს, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები მიმდინარე თვეში დანიაში დაიწყოს. 

მსგავსი სიახლეები