აგრესიის შემთხვევაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ აგრესიის შემთხვევაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს დაუყოვნებლივ გამოიყენებენ.
ლუკაშენკომ თქვა, რომ პროვოცირების შემთხვევაში - განსაკუთრებით ნატოს წევრი მეზობელი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია - ბელარუსია "დაუყოვნებლივ უპასუხებს ყველაფრით, რაც გვაქვს", მათ შორის ბირთვული იარაღით.
"ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი იარაღის მთელ არსენალს შეკავებისთვის. დიახ, ბირთვული იარაღი წარმოადგენს ძლიერ შემაკავებელ ფაქტორს. მაგრამ ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი და არა სტრატეგიული. ამიტომ ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ, როგორც კი ჩვენს წინააღმდეგ აგრესია დაიწყება.
საფრთხე შეიძლება ერთი იყოს - აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. თუ პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის მხრიდან დაიწყება აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ ყველაფრით, რაც გაგვაჩინა", - თქვა ლუკაშენკომ.
ინტერვიუში ლუკაშენკომ თქვა, რომ "ბელარუსი არასდროს ჩაერთვება ამ ომში, თუ უკრაინელები მის საზღვარს არ გადაკვეთენ", თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებდა რუსეთის დახმარებას, რადგან ის ბელარუსის მოკავშირეა.