რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტში სატვირთო ტერმინალი იწვის
რუსეთში ნოვოროსიისკის პორტში სატვირთო ტერმინალი იწვის. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს.
ხანძარი დაახლოებით 1,3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული.
გამოცემის ცნობით, ცეცხლი ხის პლატებს უკიდია.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი.