მოსკოვში, ყოველ წუთს, საჰაერო თავდასხმას ელოდებიან - მიმდინარეობს ევაკუაცია

რუსეთში პანიკაა. მოსკოვში ყოველ წუთს საჰაერო თავდასხმას ელოდებიან. საფრთხის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ავიაფრენებიც კი შეაჩერეს.
ხალხის ევაკუაცია "მოსკოვი სითიდან" უკვე განხორციელდა და ე.წ. მილიონერების უბანი წამებში დაიცალა. ტერიტორიიდან მინიმუმ 200 000 ადამიანი გამოიყვანეს. კრემლში ამტკიცებენ, რომ უკრაინა მოსკოვზე ტერორისტულ აქტს გეგმავდა, საბოლოოდ კი დრონი, რომელიც ჩამოაგდეს მოსკოვის ბიზნეს უბნის ერთ-ერთ შენობას დაეჯახა, ეს ადგილი კი კრემლიდან, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
ვიძინებდი აფეთქების ხმა, რომ შემომესმა. ფანჯრები შეზანზარდა, გასაგები გახდა ყველაფერი. გამოვედი აივანზე, რომ დამენახა რა ხდებოდა ეკლესიის უკან კვამლი ამოდიოდა, ცათამბჯენების ნახევარზე მეტის სიმაღლის იქნებოდა, თეთრი კვამლი იყო, მეტი არაფერი დამინახავს", - ამბობს თვითმხილველი.