რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გამო აშშ ზომებით ემუქრება თურქეთს - WSJ

18.08.23 17:46
რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გამო აშშ ზომებით ემუქრება თურქეთს - WSJ

აშშ-ის ადმინისტრაციას თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღება სურს, რადგან ანკარა რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი აპირებს, მიაღწიოს რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების შესრულებას ანკარის მიერ, რაც თურქეთს თავიდან ააცილებს სანქციებს.

Wall Street Journal-ის თანახმად, ამ საკითხებზე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კონტაქტში არიან თურქეთის ხელისუფლებასთან.