რუსეთმა ქვეყანაში ინტერპოლის უფლებამოსილება შეზღუდა

18.08.23 19:00
რუსეთმა ქვეყანაში ინტერპოლის უფლებამოსილება შეზღუდა

რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე ინტერპოლის უფლებამოსილება შეზღუდა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ინტერპოლი ახალი რეგულაციის მიხედვით, მხოლოდ გამოკითხვის ჩატარებას და რუსეთის საგამოძიებო ორგანოებისგან ინფორმაციის გამოთხოვას შეძლებს, ასევე, მოქალაქეების იდენტიფიცირებას.

პროექტის განხილვისას რუსეთის დუმის დეპუტატები ინტერპოლს "არამეგობრულობაში" ადანაშაულებდნენ. რუსეთში ფიქრობენ, რომ ინტერპოლის წვდომა რუსეთის პოლიციის ბაზებზე შესაძლოა, ჯაშუშობისთვის იქნას გამოყენებული.