რუსეთმა ომი უკვე წააგო - ბაიდენი

19.08.23 12:16
რუსეთმა ომი უკვე წააგო - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია.

"რუსეთმა უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია. ეს შეუძლებელია", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.