ოკუპანტებმა ჩერნიგოვი დაბომბეს - დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 90
ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ცენტრი დაბომბეს. თავდასხმა თეატრის ტეროტირიაზე მოხდა. დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა – 90. ინფორმაციას გარდაცვლილების შესახებ ადასტურებს ვოლოდიმირ ზელენსკიც.
სარაკეტო თავდასხმა ქალაქის ცენტრზე დილით მოხდა. დაზიანებულია თეატრიის შენობა და საცხოვრებელი სახლებიც.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მაშველები და ექიმები მუშაობენ. რუსული ავია იერიშების გამო, დილიდან, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული პოლტავაში, სუმის, კიევისა და ჟიტომირის რაიონებშიც.