ერთი დაღუპული და 10 დაშავებული - რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს

19.08.23 14:24
ერთი დაღუპული და 10 დაშავებული - რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი, დაშავებულია 10 ადამიანი.

ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს.

"ხერსონის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა რეგიონზე 63 შეტევა განახორციელა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, გრადებიდან და თვითმფრინავებიდან. ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონს 15 ჭურვი ესროლეს.

რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ. ხერსონის ოლქში დაზიანებულია მაღაზია, საწარმოს ტერიტორია, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და ეკლესია", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.