რუსეთის სასამართლომ სახაროვის ცენტრი ლიკვიდირებულად გამოაცხადა

რუსეთის სასამართლომ სახაროვის ცენტრი ლიკვიდირებულად გამოაცხადა - მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის ადმინისტრაციული სარჩელი დააკმაყოფილა.
როგორც რუსული "ინტერფაქსი" იუწყება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოირიცხება.
ცნობისთვის, ორგანიზაცია 1996 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი საბჭოთა ტოტალიტარიზმის შესახებ ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბება და თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია იყო.