რუსეთი ბენზინგასამართი სადგურია ატომური ბომბით - ბორელი

19.08.23 16:03
რუსეთი ბენზინგასამართი სადგურია ატომური ბომბით - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში წარმატებას ვერ მიაღწევს და რომ მას მსოფლიოში ისეთივე წონა არ აქვს, როგორც ჩინეთს.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ესპანურ გაზეთთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გადაწყვიტა, "თითქმის ყველაფერში შეცდა."

ჩინეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა და მის გამოწვევებზე საუბრისას კი მან განაცხადა, რომ პეკინისა და მოსკოვის შედარება შეუძლებელია, რადგან მისი თქმით, რუსეთი ბენზინგასამართი სადგურია ატომური ბომბით.

"უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი", - განაცხადა ბორელმა და ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის, ცნობილი გამონათქვამი გაიმეორა.