უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში სამხედრო აეროპორტს დაარტყა - რუსეთი

19.08.23 17:15
უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში სამხედრო აეროპორტს დაარტყა - რუსეთი

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

რუსული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად აეროდრომის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომზე, აალება მოხდა.

„დაზიანება ერთმა Ту-22м3-ის ტიპის ბომბდამშენმა მიიღო, დაზარალებულები არ არიან“, - აცხადებენ სამინისტროში.

რუსული ოპოზიციური მედიის მტკიცებით, თვითმხილველების მონაცემებით, აეროდრომის ტერიტორიაზე მინიმუმ 2 თვითმფრინავი იწვის.