რუსეთში რკინიგზის სადგურზე უკრაინული დრონით თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

20.08.23 09:58
რუსეთში რკინიგზის სადგურზე უკრაინული დრონით თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

რუსეთის კურსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე უკრაინული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ოლქის გუბერნატორის რომან სტაროვოიტის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

უკრაინული დრონით თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა", - ამბობს გუბერნატორი.