7 გარდაცვლილი და 136 დაშავებული - რუსეთის თავდასხმა ჩერნიგოვზე

20.08.23 10:27
7 გარდაცვლილი და 136 დაშავებული - რუსეთის თავდასხმა ჩერნიგოვზე

7 გარდაცვლილი და 136 დაშავებული - ამ შედეგით დასრულდა რუსული თავდასხმა ჩერნიგოვში. ქალაქში სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია.

ოკუპანტებმა იერიში ჩერნიგოვის დრამატულ თეატრთან მიიტანეს, სადაც ხალხმრავალი სკვერია. დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

ჩერნიგოვზე თავდასხმის მომენტში უკრაინის პრეზიდენტი შვედეთში იმყოფებოდა. სწორედ ევროპელი ლიდერების თანდასწრებით დაუანონსა ზელენსკიმ პუტინს მკაცრი პასუხი.